1 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის დღიური ბაზრის ფუნქციონირება დროებით ჩერდება
2026 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის დღიური ბაზრის ფუნქციონირება დროებით შეჩერდება. ცვლილება ძალაში შევა ბაზრის გარდამავალი მოდელის მოქმედების პერიოდში და გაგრძელდება 2027 წლის 1 ივლისამდე. ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №438 დადგენილებით დამტკიცდა.
ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილებით შესაბამისი ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებშიც, რომელთა შესაბამისად, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 1 ივლისამდე ბაზრის მონაწილეებს ელექტროენერგიის დღიური ბაზრის სავაჭრო სისტემასთან წვდომა შეეზღუდებათ.
ამასთან, 2027 წლის 1 ივლისიდან დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შესაძლებლობა არსებული წესით აღდგება. რეგისტრირებული პორტფელის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ იქნება, თუ ბაზრის მონაწილე აღნიშნულ პერიოდში საკუთარი ინიციატივით არ მოითხოვს პორტფელის გაუქმებას ან ბირჟაზე მონაწილეობაზე უარს არ განაცხადებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარს, მასზე ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება - არსებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად.