< სენბი

სიახლეები

ივნისში მყიდველებისთვის ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობა იზრდება

ბაზრის გარდამავალ მოდელში მაისი და ივნისი განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის.ვნისის დასაწყისიდან არსებული აქტივობის დინამიკა აჩვენებს, რომ იზრდება მყიდველებისთვის ელექტროენერგიის შესყიდვის შესაძლებლობა.  
 
მაისში ქვეყნის მთლიანმა მოხმარებამ შეადგინა 1,122,358 მგვტ.სთ, მაშინ როდესაც ბირჟაზე განთავსებული მოთხოვნაყო მხოლოდ 74,010.9 მგვტ.სთ, ვაჭრობა კი შედგა მხოლოდ 37,607.2 მგვტ.სთ-ზე.  ივნისის დასაწყისში მდგომარეობა შეიცვალა. თუ აქამდე ბაზარი დეფიციტური იყო, ივნისის გავლილ პერიოდში მიწოდება მოთხოვნას საშუალოდ 55%-ით აღემატება. მონაცემები ცხადყოფს, რომ  მყიდველები სრულად არ ითვისებენ ბირჟაზე შეთავაზებულ ენერგიას, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ელექტროენერგია ხელსაყრელ ფასად. 
 
რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ მაისის ბოლოს ფასების მცირე მერყეობა შეინიშნებოდა, ივნისში მიწოდების ზრდამ საშუალო ფასი კვლავ შეამცირა და ამჟამად 126 ლარი/მგვტ.სთ ნიშნულზეა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფასად არის შეთავაზებული ყველაზე დიდი მოცულობის ენერგია მწარმოებლების მიერ. ბირჟაზე არსებული შეთავაზების ზრდისას, მიწოდებისა და მოხმარების განცხადების ფასთა შორის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მყიდველებს აძლევს შანსს შეიძინონ ენერგია მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში. ამ პერიოდის განმავლობაში ბირჟაზე შემსყიდველთა აქტიურობა გაზრდის მათთვის წარმატებული ვაჭრობის შესაძლებლობას. 
 
 
 
 
საილუსტრაციოდ, ნახაზზე მოცემულია მოთხოვნა-მიწოდების მრუდი 01/06/2025 20:00-21:00 მიწოდების პერიოდისთვის. ნახაზიდან ჩანს, რომ ამ კონკრეტული პერიოდის მიწოდებისთვის გამყიდველებმა ვერ შეძლეს შეთავაზებული ენერგიის სრულად გაყიდვა. მყიდველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დამატებით 28.1 მგვტ.სთ ელექტროენერგა შეესყიდათ  126.01 ლარი/მგვტ.სთ ფასად. მსგავსი მდგომარეობა ფიქსირდება სხვა საათებშიც. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სენბის ვეგვერდზე.
 
დღევანდელი ტენდენცია ცხადყოფს: ბაზარი მყიდველისთვის ამ ეტაპზე მეტად ხელსაყრელია. ვინც იაქტიურებს ახლა, შეძლებს ბაზრის საუკეთესო პირობების გამოყენებას და ეკონომიური სარგებლის მიღებას.